უზრუნველყავით სააკაშვილის სამედიცინო დახმარება -უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას კვლავ მიმართავს

19.11.21 13:42
უზრუნველყავით სააკაშვილის სამედიცინო დახმარება -უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას კვლავ მიმართავს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებით, რომელიც იმყოფება საქართველოში, გლდანის №18-ე  სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში.

უკრაინული მხარე კვლავ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება, კერძოდ გადაუდებელი დახმარებისთვის მულტიდისციპლინურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანოს.

საქართველოში უკრაინის საელჩოს დიპლომატები დღეს მიხეილ სააკაშვილთან მოსანახულებლად, იურისტებთან და უფლებადამცველებთან თანამშრომლობის, ნათესავებთან რეგულარული კონტაქტის დამყარების მოთხოვნის დამტკიცებას ელოდებიან.

უკრაინა კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, უფლებების დაცვას და მის უკრაინაში დაბრუნებას - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წერილში.

მსგავსი სიახლეები