კორუფცია ქვეყანაში - რა კითხვები გააჩინა ახალმა სკანდალმა

17.06.26 20:57
კორუფცია ქვეყანაში - რა კითხვები გააჩინა ახალმა სკანდალმა

 

 

რკინიგზიდან მოპარული შავი ლითონის საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დანაშაულიდან მეშვიდე წელს გამოიძია. ამასობაში რკინიგზის ექს-შეფმა კიდევ 6 წელი გაატარა სახელმწიფო კომპანიაში და ქვეყნიდან წასვლაც მოასწრო. სად იყვნენ საგამოძიებო უწყებები აქამდე და რატომ გაახსენდათ დავით ფერაძე ახლა? პოლიტიკოსები, ვინც ქართულ ოცნებაში წლები გაატარეს, ამბობენ, რომ ეს "კლანების დაპირისპირების გაგრძელებაა" და თანაც, სიგნალი ყველასთვის, რომ მოპარული ფულიდან წილი პარტიაში მიიტანონ. 

ძებნაა გამოცხადებული რკინიგზის ექს-შეფზე, დაკავებულია ინფრასტრუქტურის მიმართულების ხელმძღვანელი, მაგრამ არსებობდნენ თუ არა სქემაში ჩართული სხვა პირები? რკინიგზას წესით სამეთვალყურეო საბჭო უნდა აკონტროლებდეს, ამ საბჭოს ხელმძღვანელი 14 წელია, ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან მოყოლებული კოკა გუნცაძეა. ოპოზიციას აინტერესებს, როგორ ვერ გაიგო წლების განმავლობაში საბჭომ დიდი კორუფციული სქემის შესახებ.

საქართველოს რკინიგზაზე აუდიტის დასკვნაში ჯერ კიდევ 2023 წელს მოხვდა ფერაძის ხელმძღვანელობის პერიოდში საეჭვო შესყიდვები, რკინიგზის საზიანოდ გაძვირებული მომსახურება და დაუსაბუთებელი შესყიდვები. ამიტომაც ჩნდება კითხვა, აქამდე არ იცოდნენ თუ ახლა დასჭირდათ სახელმწიფო კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელის გაწირვა? კორუფციის მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ რკინიგზიდან მოპარული ჯართის საქმე მხოლოდ ზღვაში წვეთია.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები