"რუსეთი იგებს მხოლოდ საქართველოში ქოცური რეჟიმის სახით" - გრიგოლ გეგელია

17.06.26 21:32
"რუსეთი იგებს მხოლოდ საქართველოში ქოცური  რეჟიმის სახით" - გრიგოლ გეგელია

"რუსეთი იგებს მხოლოდ საქართველოში ქოცური  რეჟიმის სახით" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" პროპაგანდა იმსხვრევა, როგდესაც მოლდოვას ვუყურებთ, რადგან მოლდოვაშიც არის ოკუპაცია, რუსეთის შეიარაღებული ძალებიც დგანან, და უკრაინის მოსაზღვრეცაა, თუმცა იქ ომი არ არის. 

დღეს ჩვენ რას ვგრძნობთ, რომ გვეწოდება კანდიდატი, თურქეთს ასე ჰქვია უკვე ათწლეულებია, მაგრამ მას ეს არ დასტყობია ეკონომიკური და სოციალური კუთხით არა ევროპიდან და ჩვენც გვაქვს სახელი, რომელიც გრჩება სახელად, მაშინ, როდესაც, გავიხედოთ ზღვის გადაღმა, მოლდოვამ მიიღო მილიარდების დაფინანსება, რისთვის რომ განვითარებულიყო, რომ მოლდოველები უკეთეს სახელმწიფოში ცხოვრობდნენ, უკეთესი ეკონომიკა, საჯარო სისტემა, უკეთესი სახელმწიფო გააჩნდეთ. იქ არც ომია - ქოცების თეზა მთლიანად იმსხვრევა, როდესაც მოლდოვას შევხედავთ იმიტომ, რომ მოლდოვაში არის ოკუპაციაც, რუსეთის შეიარაღებული ძალებიც დგანან ქვეყნის შუაში და რაც უარესია უკრაინის სასაზღვრო ტერიტორიაც არის, ვინმემ ნახა ომი მოლდოვაში, პირიქით ვნახეთ რა, რომ რუსულმა სპეცოპერაციამ, რაც საარჩევნოდ იგეგმებოდა საპრეზიდენტო არჩევნებზე, განიცადა კრახი. 

რუსეთი დამარცხდა ყველგან - მოლდოვაში, რუმინეთში, უნგრეთში, სომხეთში. რუსეთ აბსოლუტურად ყველგან აგებს ფართო რეგიონში და იგებს მხოლოდ საქართველოში ქოცური რეჟიმის სახით. მხოლოდ საქართველოშ ხდება ის, რომ რუსული დოქტრინა ახლო საზღვარგარეთის მარტო აქ მუშაობს, მარტო აქ ხდება და შედეგი რა არის, რომ დავუბრუნდეთ ჩენ რეალობას, ერევანმა გვაჯობა ყველა პარამეტრით," - განაცხადა გრიგოლ გეგელია. 

მსგავსი სიახლეები