ხოშტარიას მდგომარეობაზე პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილია, ეს უპასუხისმგებლო კაცი - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ელენე ხოშტარიას შიმშილობაზე პასუხისმგებლობას ისევ მოშიმშილე მესამე პრეზიდენტს აკისრებს.
ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე მთლიანად არის პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე მიხეილ სააკაშვილი, ეს უპასუხისმგებლო კაცი. მას რომ ჰქონდეს ელემენტარული კაცობა, ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის რა თქმა უნდა, მარტო ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას. თუმცა, კაცობის არაფერი სცხია მიხეილ სააკაშვილს, მან ეს დაამტკიცა 9 წლის განმავლობაში, როცა იყო მმართველობაში და შემდეგ 9 წლის განმავლობაში, როცა იყო ოპოზიციის ლიდერი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.