კობახიძეზე ზრდილობიანად საუბარი მიჭირს, ომში არ ექცევა ადამიანი ადამიანს ასე - ხაბეიშვილი

19.11.21 14:22
კობახიძეზე ზრდილობიანად საუბარი მიჭირს,  ომში არ ექცევა ადამიანი ადამიანს ასე - ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადებისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ მასზე კორექტულად საუბარი შეუძლებელია. ხაბეიშვილის თქმით, სააკაშვილის მიმართ სათანადო მკურნალობაზე უარის თქმა წამების ტოლფასია. ამის შესახებ ენმ-ს ლიდერმა "ტვ პირველის" "დღის ამბების" ეთერში ისაუბრა. მან საზოგადოებას დღეს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

როგორ ვიყო კორექტული ირაკლი კობახიძეზე.  გული მერევა ამ ხალხზე. ოჯახები არ ყავთ? არ ეუბნებიან ამ იდიოტებს რას აკეთებენ. საიდნა მოვიდნენ, სად გაიზარდნენ. ომში არ ექცევა ადამიანი ადამიანს ასე. 2008 წელს რომ ბომბავდნენ ჩვენ ქვეყანას ის რუსი პილოტები, ვუმკურნალეთ და დავუბრუნეთ უკან მტერ ქვეყანას. კობახიძეზე ზრდილობიანად საუბარი მიჭირს", - ამბობს ხაბეიშვილი. 

მსგავსი სიახლეები