ე.წ. კონსილიუმი არის „ფეიკი“ და გაავრცელეს „ფეიკი“ ტიკარაძის პოზიციაზე - კობახიძე

19.11.21 14:24
 ე.წ. კონსილიუმი არის „ფეიკი“ და გაავრცელეს „ფეიკი“ ტიკარაძის პოზიციაზე - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა,  რომ  ე.წ. კონსილიუმი  „ფეიკია“. კობახიძის თქმით,  ეკატერინე ტიკარაძესთან გუშინ გვიან ღამემდე ჰქონდა კომუნიკაცია და სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით  მინისტრის  პოზიცია, რომელიც კონსილიუმის წევრმა გაახმოვანა, ტყუილია.

ეს არის ტყუილი და მინისტრი ამაზე გააკეთებს განცხადებას. ეკა ტიკარაძეს აქვს თავისი მკაფიო პოზიცია. რაც შეეხება ე.წ. კონსილიუმს, რომელმაც განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა, აქედანაც ჩანს, რომ ეს კონსილიუმი თავად არის „ფეიკი“ და ავრცელებს „ფეიკებს“ ტიკარაძის განცხადებასთან დაკავშირებით - მათ ტყუილი გაავრცელეს,“ - თქვა  კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები