ეს არის წამება - მიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარიაზე

18.06.26 14:02
ეს არის წამება - მიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარიაზე

ეს არის „ნულოვანი თანაგრძნობის“ პოლიტიკის პირდაპირი განხორციელება ყველაზე არაადამიანური სახით და არის წამება, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიამ 2021 წელს იშიმშილა, როდესაც ის კლინიკაში არ გაჰყავდათ და ამით ჯანმრთელობა დაიზიანა.

„ელენეს აქვს დიდი გული. „ლაკამ“, როცა მე კლინიკაში არ გადავყავდი, 2021-ში იშიმშილა და ჯანმრთელობა დაიზიანა. ახლა ელენეს ეპყრობიან ისევე, როგორც მაშინ მე მეპყრობოდნენ. რა თქმა უნდა, ეს არის „ნულოვანი თანაგრძნობის" პოლიტიკის პირდაპირი განხორციელება ყველაზე არაადამიანური სახით და არის წამება, არაადამიანური მოპყრობა ევროპული კონვენციების მიხედვით“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

განახლება: საქართველოს მესამე პრეზიდენტმა “დროას“ ლიდერის მდგომარეობაზე საკუთარ სასამართლო პროცესზეც ისაუბრა და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადა.

პირველ რიგში ჩემი სოლიდარობა ელენე ხოშტარიას, მისი გმირული ბრძოლისთვის. მეც და ალბათ სხვებსაც, თავის თავზე აქვთ გამოცდილი ციხის სისტემის დამოკიდებულება ტყვეების ჯანმრთელობისადმი. ჩვენ გვყავს სრულიად დაშინებული სამედიცინო პერსონალი, რომელიც იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, სუს-ის მითითებით და არაფერი კავშირი არ აქვს მედიცინასთან,- თქვა სააკაშვილმა. 

ვიდეო სასამართლო პროცესიდან ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე გავრცელდა.

გუშინ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს. 

შოთა თუთფერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოწხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.

მსგავსი სიახლეები