"მითხრეს, რომ იმყოფება რეანიმაციაში" - მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატი არ შეუშვეს

19.11.21 14:32
"მითხრეს, რომ იმყოფება რეანიმაციაში" - მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატი არ შეუშვეს

მიხეილ სააკაშვილთან გლდანის მე-18-ე  დაწესებულებაში მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი, არ შეუშვეს. საძაგლიშვილის თქმით, დაწესებულების მთავარმა ექიმმა უთხრა, რომ მესამე პრეზიდენტის რეანიმაციაშია, სადაც მხოლოდ სამედიცინო პერსონალს აქვს შესვლის უფლება. 

განმიმარტეს, რომ მას ეძინა და რომ გაიღვიძებდა, შემატყობინებდნენ და დამიშვებდნენ, თუმცა დაახლოებით საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ მითხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რეანიმაციაში, სადაც იმყოფება მხოლოდ სამედიცინო პერსონალი და ადვოკატებს ვერ შეგვიშვებდნენ. ამის შემდეგ მოვითხოვე დაკავშირება შესაბამის პირთან, იქნებოდა ეს ექიმი, თუ დაწესებულების დირექტორი, რათა მოეწოდებინა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ვესაუბრე მე-18-ე დაწესებულების მთავარ ექიმს, ქალბატონ მანანას, რომელმაც მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ღამე გაატარა რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა არის სტაბილური, გარკვეული კვლევები ჩატარდა, თუმცა ყველა კვლევის პასუხი ჯერჯერობით არ არის მოსული.

ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული პრობლემა, მათი განმარტებით, არ არსებობს, თუმცა ელოდებიან კვლევების შედეგებს და ასევე განმიცხადა, რომ დღეს მოხდება სხვადასხვა პროფილის ექიმების შეხვედრა და ამ შეხვედრაზე გადაწყდება, რა იქნება მომდევნო ნაბიჯები მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მის გადაყვანასთან დაკავშირებით", - თქვა  დიტო საძაგლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები