"სანქციებს არათუ გვპირდებიან, უკვე ახორციელებენ" - "ქართული ოცნების" პირველი კომენტარი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ევროპარლამენტის რეზოლუციაზე პირველ კომენტარს აკეთებენ.
გია ვოლსკის თქმით, დასავლელი პარტნიორები ცდილობენ ბიძინა ივანიშვილს რესურსი შეეზღუდოს და მან თავის ქვეყანას ვეღარ მოახმაროს "სერიოზული, სოლიდური, უშველებელი თანხები".
ძალიან ბევრი რეზოლუციაა უკვე მიღებული, ბიძინა ივანიშვილზეა რა საკვირველია აქცენტი გაკეთებული, რომ იგი უნდა დასანქცირდეს, მას ყველა რესურსი უნდა მოესპოს, არც საქართველოში არანაირი პროექტი აღარ უნდა განვითარდეს. მეორეს ერთი აგერ ადამიანები გამოჩნდნენ უკვე, ვინც აკრიტიკებენ იმ ძალისხმევას, რომელიც მან ჩადო ეროვნულ ინტერესებში და სადაც საკმაოდ სერიოზული, სოლიდური, უშველებელი თანხებია დახარჯული. აი ამ საკითხზე გარკვეული ჩრდილის მიყენებაა საჭირო და მას არ უნდა ჰქონდეს, შეეზღუდოს რესურსი, რომ თავის ქვეყანას მოახმაროს. რასაკვირველია, უსამართლობის აპოგეაა, მწვერვალი. საერთოდ ბალტიისპირელებმა აიღეს უპირატესობა სახალხო პარტიიდან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რუსული აგრესია საჭიროა საქართველოს მიმართულებითაც ვითარდებოდეს. ეს არის პრინციპი, ამოსავალი წერტილია, რუსეთის აგრესია, რომელიც მათი აზრით ემუქრება ბალტიისპირეთს, უნდა იყოს დივერსიფიცირებული მათ შორის საქართველოს მიმართულებით," - ამბობს გია ვოლსკი.
"ქართული ოცნების" წევრი, თენგიზ შარმანაშვილი ადასტურებს, რომ დასავლეთი მათ სანქციებს არათუ პირდება, არამედ უკვე ახორციელებს.
ეს პოლიტიკური დევნა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, ამაში ახალი არაფერი არ არის, რაც შეეხება სანქციებს, სანქციებს არათუ გვპირდებიან, უკვე ახორციელებენ ბევრ შემთხვევაში და როგორც დარწმუნდნენ, ეს ჩვენზე გავლენას არ ახდენს იმ დროს, როდესაც საქმე გვაქვს საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან. თუ კიდევ ვერ მიხვდნენ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების გამო ჩვენ არ შევიცვლით არანაირ ქცევის წესს პატრიოტულ საკითხებთან მიმართებაში, კარგად ყოფილა მათი საქმე. თუ დააკვირდით, ძალიან საინტერესო პასაჟი იყო, რომ დააწესეთო სანქციებიო ამ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით და ჩამონათვალი გააკეთეს და არასამთავრობო ორგანიზაციები არაო. ე.ი. თავიანთ აგენტურას არ უნდა შეეხოს ეს და დანარჩენ ქართველ მოსახლეობას კი. ასეთი დამოკიდებულებაა," - თქვა თენგიზ შარმანაშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს მხარი დაუჭირა. დოკუმენტში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს ივანიშვილის აქტივები და ითანამშრომლოს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან.