მარეგულირებელი "ტვ პირველის" წინააღმდეგ

18.06.26 20:45
მარეგულირებელი "ტვ პირველის" წინააღმდეგ

 

 

"თქვენ ცდილობთ დაამკვიდროთ ტერმინები, რომელიც ვიღაცამ თქვა" - ამ ერთი ფრაზით მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ მთავარი სათქმელი თქვა.

მარეგულირებელმა კომისიამ "ტვ პირველის" საინფორმაციო გამოშვებებიდან ფრაზები [„სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“ და „პოლიტპატიმრები“] ამოკრიბა და არხის წინააღმდეგ დავა დაიწყო. კომისია ამბობს, რომ ჟურნალისტები ამ ტერმინის გამოყენებით მაუწყებლის კანონს არღვევენ. 

კომისიის თავმჯდომარე ვერ ამბობს, როგორია ამ ტერმინის [სინდისის პატიმრის] გამოყენების სტანდარტი და იცის თუ არა რაზე დაყრდნობით იყენებს მას საერთაშორისო მედია.

მას შემდეგ რაც არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა კომისიისგან განმარტება მოითხოვა თუ სად და რატომ დაირღვა კანონი, სხდომა მოულოდნელად დაასრულეს, გადაწყვეტილება 1 კვირაში დააანონსეს და სიგნალი გათიშეს.

მარეგულირებელი კომისიის საჩივარში კიდევ რამდენიმე ტერმინია, რომელზეც კომისია დაობს. სინდისის პატიმრების გარდა პრობლემური გახდა ისეთი ტერმინების გამოყენება როგორებიცაა "ოლიგარქი" და "ოცნების გამოძიება".

ტვ პირველის შეფასებით, ამ სარჩელის მთავარი მიზანია რომ ამ არხიდან არც ბიძინა ივანიშვილი მოიხსენიონ ისე, როგორც საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებშია და მისი პოლიტიკის გაშუქებაც კრიტიკის გარეშე მოხდეს.

მარეგულირებელი ტვ პირველის წინააღმდეგ - რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები