ელენე ხოშტარიასთან ექიმი ამ დრომდე არ შესულა - ოჯახი პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბრობს
ელენე ხოშტარიას ოჯახი ფიქრობს, რომ პატიმარი პოლიტიკოსი ირაკლი კობახიძის შურისძიების მსხვერპლია. "დროას" ლიდერის დედის თქმით, კობახიძე ხოშტარიას გავრივლოვის გამო მოწყობილ პროტესტს არ პატიობს, რომელსაც მისი პოსტი შეეწირა და იძულებული გახდა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადამდგარიყო. ლიკა გუნცაძე ფიქრობს, ნაბიჯ-ნაბიჯ მისი შვილის წინააღდეგ "ქართლმა ოცნებამ" შურისძიების გეგმა სისრულეში მოიყვანა.
ხოშტარიასთან ექიმი ისევ არ მისულა. პენიტენციური სამსახური განცხადებების მიუხედავად, ამ დრომდე სპეციალურ მკურნალობის კურსი პატიმარი პოლიტიკოსისთვის არ დაუნიშნავთ.
"ხოშტარიას ივანიშვილი ციხეში კლავს" - ეს არის იმ სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასება, რომლებიც პროცესს აკვირდებიან.
პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ საგანგებო განცხადებაში თავად აღიარა, რომ ხოშტარიას ჯანმრთლობის მდგომარეობის დამძიმება მისი ქრონიკული დაავადების ბრალია. ციხეების სისტემა თავად ადასტურებს, რომ სწორედ ამ მდგომარეობის გამო ჩაუტარა დამატებით კვლევები პატიმარს. ამის მიუხედავად, "ქართლი ოცნება" დღეს ყვება, რომ 4 შვილის დედა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებს.