გაიყინება თუ არა ივანიშვილის აქტივები ევროკავშირის ტერიტორიაზე - რას ითხოვს ევროპარლამენტი

18.06.26 21:02
გაიყინება თუ არა ივანიშვილის აქტივები ევროკავშირის ტერიტორიაზე - რას ითხოვს ევროპარლამენტი

 

 

ევროპარლამენტში დამტკიცებული დოკუმენტი უკვე ევროკომისიაშია გადაგზავნილი. ახლა ევროპის 27 ქვეყანამ უნდა იმოქმედოს - ევროპარლამენტის მოთხოვნა განიხილოს და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.

რა მოთხოვნები გაუგზავნა, ივანიშვილის შესახებ ევროკავშირის აღმასრულებელ რგოლს? -   ყველაფერი პუნქტობრივად არის გაწერილი. პირველი: ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის წევრების აქტივების გაყინვა ევროკავშირის ტერიტორიაზე.

საფრანგეთში ივანიშვილი მრავალმილიონიან აქტივებს ფლობს. ასევე ევროპარლამენტი ითხოვს, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის კომპანიების აქტივების გაყინვასაც. ასეთი კომპანიებიც საფრანგეთშია რეგისტრირებული და ამ კომპანიების სახელზე მრავალმილიონიანი ქონებაა. 

ევროპარლამენტი ითხოვს ევროკავშირისგან იმოქმედონ ოფიციალურ ვაშინგტონსა და ლონდონის მსგავსად, შტატებმა ივანიშვილი პირველმა დაასანქცირა. 

გუგა არჩვაძის რეპორტაჟი ნახეთ აქ

მსგავსი სიახლეები