ბრძოლა ბოლთან - აქციის დროს ჰაერში ფერადი კვამლის გაშვება შესაძლოა, ოთხი ადამიანის ციხის ფასად დაუჯდეს

18.06.26 21:40
ბრძოლა ბოლთან - აქციის დროს ჰაერში ფერადი კვამლის გაშვება შესაძლოა, ოთხი ადამიანის ციხის ფასად დაუჯდეს

 

 

მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს ჰაერში ფერადი კვამლის გაშვება შესაძლოა, ოთხი ადამიანის ციხის ფასად დაუჯდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს ერთმანეთის მიყოლებით გაუგზავნა ოფიციალური შეტყობინებები, რომ ფერადი ბოლის გამოყენების გამო მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.  

პარლამენტის შენობის მიმდებარედ დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრებით ირკვევა, რომ საგამოძიებო უწყება 19 წლის სტუდენტს 26 მაისს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს, სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი კვამლის გამოყენების გამო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს და 1 წლიანი პატიმრობით ემუქრება.

ფერადი კვამლი სხვადახვა სადღესასწაულო ღონისძიებაზე გამოიყენება, ქორწილი დაბადების დღის და საბავშვო ზეიმის ჩათვლით. ის თავისუფალ გაყიდვაშია, თუმცა თუ რუსთველის გამზირზე გამოიყენებ, შესაძლოა, ციხეში მოხვდე. აქტივისტები ამბობენ, რომ არ გაუკვირდებათ, თუ რამდენიმე ადამიანს სწორედ საჩვენებლად გაუშვებენ ციხეში, რათა დანარჩენ მშვიდობიან დემონსტრანტებს მკაფიო გზავნილი გაუგზავნონ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლას შესაძლოა მძიმე ფასი ჰქონდეს.

პოლიციის ბრძოლა ბოლთან, ეს აქტივისტებისთვის სიახლეა. ისინი ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნება" მათ დაშინებას ცდილობს და ყოველ დღე, რეპრესიული პოლიტიკა ხალხს ახალი ძალებით უტევს.

პოლიციის ბრძოლა ბოლთან - ირაკლი ბახტაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები