რა ხდება ენმ-ში - სააკაშვილმა მოქმედ და მომავალ თავმჯდომარეზე სასამართლოზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა

18.06.26 20:59
რა ხდება ენმ-ში - სააკაშვილმა მოქმედ და მომავალ თავმჯდომარეზე სასამართლოზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა

 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილს სააკაშვილმა პოლიტიკოსების საქმეზე მიმდინარე პროცესის დროს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე" ისაუბრა და  მადლობა პარტიის მოქმედ და მომავალ თავმჯდომარეებს და ვეტერან წევრებს ერთობლივად გადაუხადა.

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი, განსაკუთრებული მადლობა უთხრა თინა ბოკუჩავას ყველაფრისთვის, რაც პარტიის გამო გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ ახალ იმედებს ნანუკა ჟორჟოლიანზე ამყარებს.

“ხალხთან კომუნიკაციის უნიკალური უნარი და იდეოლოგიული სიმტკიცე“, - ასე დაახასიათა სააკაშვილმა დღეს ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ სასამართლო პროცესზზე.

“ნაციონალურ მოძრაობაში“ არის დიდი ცვლილებები, დიდი მადლობა თიკა ბოკუჩავას, მან გააკეთა ყველაფერი და რაც შეეძლო იმაზე მეტიც. განსაკუთრებული მადლობა ჩემ ახლო მეგობარს და თანამებრძოლს პეტრე ცისკარიშვილს, ჩვენ ყველანი ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას და მე რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ ნანუკა ჟორჟოლიანს, როგორც ახალი, დიდი ენერგიის შემომტანს ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიულ ორგანიზაციებს უკვე დაეტყო გამოცოცხლება ყველგან, ენთუზიაზმით განიმსჭვალნენ, უკვე ბევრმა ახალმა ხალხმა მოიხედა ჩვენკენ. ნანუკას აქვს უნიკალური უნარი ყველასთან ურთიერთობის დამყარების და რაც მთავარია, ძალიან მყარი იდეოლოგიური საფუძველი, ბოლო 25 წელიწადია, სულ ერთ პოზიციაზე დგას და აბსოლუტურად იდეალურია და იდეალისტურადაა განწყობილი თავისი ქვეყნის და მისი მომავლის მიმართ. ჩემთვის დიდი სტიმულია, რომ ნანუკა და ბევრი ახალი ადამიანი გვიერთდება ამ ბრძოლაში. ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე, აგვკრძალავენ, არ აგვკრძალავენ, ჩაატარებთ თუ არა პროცესებს, კიდევ 125 წელს დაგვიმატებთ, თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თქვენი პატრონის და შესაბამისად თქვენი დღეებიც დათვლილია. პროგნოზები იშვიათად მეშლება, ყველგან არის ენერგია განახლების. ენერგია მოდის განახლების ყველა მხრიდან, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი მიმართვა სასამართლო პრცესიდან ტელეგრამ არხზე გავრცელდა. 

რა ხდება ენმ-ში და რა პოზიცია აქვთ მოქმედ ლიდერებს - ნახეთ, ხატია სამხარაძის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები