ციხეში მყოფი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება - კუპრაძე

18.06.26 21:19
ციხეში მყოფი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება - კუპრაძე

 

 

 

„ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ციხეში მყოფი პატიმრების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას “ აკისრებს.

მისი თქმით, “მხოლოდ ივანიშვილია პასუხისმგებელი, რა მდგომარეობაში იქნებიან ციხეში პატიმრები, რომლებიც რეალურად შეიძლება დიდი ხიფათის ქვეშ დგანან ახლაც.“

ირაკლი კუპრაძემ სოლიდარობა გამოუცხადა ელენე ხოშტარიას და მას “ივანიშვილის უკანონო ტყვე“ უწოდა.

10 თვეა, ელენე ხოშტარია არის უკანონო პატიმარი და ივანიშვილის ტყვე. არა მხოლოდ ივანიშვილის, მათ შორის კახა კალაძის, რომლის ბანერზეც ფლომასტერზე გაკეთებული წარწერის გამო. რა ზიანიც მაშინ, მათივე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა შეაფასეს, რამდენიმე ასეულ ლარად, ამ სასაცილო ბრალდები გამო, 4 შვილის დედა, ქალი პოლიტიკოსი, ადამიანი, რომელმაც ამ წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა თავის პროფესიული  თუ პოლიტიკური საქმიანობით ევროინტეგრაციის პროცესში, დღეს ვხედავთ, რომ უკვე მეოთხე თვეა, მისი ჯანმრთელობა გაუარესებულია.... ხიფათი ივანიშვილის ციხეში აქვს ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც უკომპრომისოდ ებრძვის ივანიშვილის რუსულ ძალადობრივ რეჟიმს. ერთადერთი მოთხოვნა რაც მას აქვს და მეც ამ მოთხოვნით ვარ წარმოდგენილი, მის მიმართ უნდა არსებობდეს სამართლიანი სასამართლო, რაც მურუსიძის სასამართლოს პირობებში წარმოუდგენელია.

ჩვენი მოთხოვნაა - ერთი, რომ გათავისუფლდეს ყველა პატიმარი და მეორე სანამ ამ მძიმე ვითარებაში ვიმყოფებით, “ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს უნდა ესმოდეთ, რომ ციხეში მყოფ პატიმრების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს და არავის სხვას. მხოლოდ ივანიშვილია პასუხისმგებელი, რა მდგომარეობაში იქნებიან იქ პატიმრები, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რომელიც რეალურად შეიძლება დიდი ხიფათის ქვეშ დგას ახლაც, - თქვა კუპრაძემ. 

მსგავსი სიახლეები