ვთავაზობთ გადაყვანილი იყოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში - იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე
ვთავაზობთ გადაყვანილი იყოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, N12 დაწესებულებაში შესახლების დღიდან სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რომელიც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. ყველა სამედიცინო მომსახურება, რაც მას ესაჭიროებოდა, მიეწოდა. მისი უფლებები არის დაცული, რისი ნათელი დასტურიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მომჩივნის ერთადერთი მოთხოვნა სამოქალაქო კლინიკაში დაუყონებლივ გადაყვანის თაობაზე.
მიხეილ სააკაშვილს ამ წუთამდე არ შეუსრულებია სტრასბურგის დაჟინებული მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე, რითაც საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე სხვა ადამიანების ჯანმრთელობას. სამწუხაროდ დექსტრუქციულ ოპონენტებს, ნაცვლად იმისა, რომ გადაედგათ ჰუმანური ნაბიჯი და მოეწოდებიანთ მისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სრულიად გაუგებრად იყნებედნენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საკუთარი ვიწრო, მერკანტილური პოლიტიკური მიზნებისთვის, რასაც არაფერი აქვს საერთო ადამიანურ თანადგომასთან.
გთავაზობთ შემდეგს, რომ იგი გადაყვანილ იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. ეს არის ადგილი სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ, არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში". ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაოაბს, პატიმარი გადაყვანილი იქნება N18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე" , - თქვა რატი ბრეგაძემ.