ჩვეულებრივ კაციჭამიებად ჩამოყალიბდნენ - თინა ხიდაშელი “ოცნებაზე“
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი “დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას პატიმრობას ეხმაურება და წერს, რომ “ოცნებაში“ ჩვეულებრივ კაციჭამიებად ჩამოყალიბდნენ და ბანერზე ფლომასტერით წარწერისთვის ციხეში გაუშვეს ადამიანი მნიშვნელოვანი წინასწარი ჯანმრთელობის ისტორიით.
მისი თქმით, ელენე ციხეში გაუშვეს იმ ბანერის გამო, რომელიც 2 დღეში ნაგავში გადააგდეს.
ელენე რატომ არის ციხეში ხომ გახსოვთ?
ციხეშია გამომწყვდეული ბანერზე წარწერისთვის!
ბანერზე რომელიც ორ დღეში მოისროლეს და ნაგავში გადააგდეს!
ბანერზე ფლომასტერით წარწერისთვის ციხეში გაუშვეს ადამიანი მნიშვნელოვანი წინასწარი ჯანმრთელობის ისტორიით!!!
და ვიღაც მანქურთი გამოდგება ეხლა და შედარებებს დაიწყებს ვინმესთან
ჩვეულებრივ კაციჭამიებად ჩამოყალიბდნენ
აი , იმ ქაჯს კიდევ გონია ფერადი შარვლების ჩაცმა და პარიზული პრიჩოსკებია კაიტიპობა,- წერს ხიდაშელი.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.