“ოცნებას“ მარტივად შეუძლია, რომ თავიდან აგვარიდოს უვიზო რეჟიმის გაუქმება, თუ ეს არ გააკეთეს, ე.ი. არ უნდათ - ნინო ლომჯარია

18.06.26 23:23
“ოცნებას“ მარტივად შეუძლია, რომ თავიდან აგვარიდოს უვიზო რეჟიმის გაუქმება, თუ ეს არ გააკეთეს, ე.ი. არ უნდათ - ნინო ლომჯარია

საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ერთადერთი რეალური ძალა, ვისაც შეუძლია, რომ თავიდან აგვარიდოს უვიზო რეჟიმის გაუქმება, ეს არის “ქართული ოცნება“ და თუ ეს მოხდა, მაშინ მათ არ უნდოდათ და განზრახ გააკეთეს, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, “საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ “ოცნებას“ აქვს ყველაზე მეტი რესურსი და ზუსტად იციან, რა არის გასაკეთებელი, რომ ეს არ მოხდეს.

“მათ მარტივად შეუძლიათ, რომ ეს საფრთხე საქართველოს მოქალაქეებს აარიდონ და თუ ამას არ აკეთებენ, ე.ი. მათ არ უნდათ, რომ ეს მოხდეს,“ - თქვა ლომჯარიამ. 

საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ერთადერთი რეალური ძალა, ვისაც შეუძლია, რომ თავიდან აგვარიდოს უვიზო რეჟიმის გაუქმება, ეს არის “ქართული ოცნება“. მათ ძალიან მარტივად შეუძლიათ, რომ ეს საფრთხე საქართველოს მოქალაქეებს აარიდონ და თუ ამას არ აკეთებენ, ე.ი. მათ არ უნდათ, რომ ეს მოხდეს. ვერ აკეთებენ არ არის, თუ ეს მოხდა, მაშინ “ოცნებას“ არ უნდოდა და განზრახ გააკეთა, იმიტომ რომ გაცილებით მარტივია მათთვის გერმანიის ელჩთანაც შეხვედრა, ნებისმიერ თანამდებობის პირთან შეხვედრა, თუ ამის სურვილი და მზაობა ექნებათ. ის წინაპირობები, ელემენტარული შეასრულონ, ელენესნაირი ხალხი არ იჯდეს ციხეში და აგენტების კანონით და სისხლის სამართლის წესით არ დევნიდნენ ადამიანებს უცხოელ პარტნიორებთან საჯარო კომუნიკაციის გამო. ძალიან კარგად იციან რა არის გასაკეთებელი, უფრო მეტი რესურსი აქვთ მათ, ისინი უნდა ისხდნენ ელჩების კაბინეტებში და ესაუბრებოდნენ, შორიდან კი არ უნდა უყურებდნენ, თუ ამას არ აკეთებენ, ე.ი. არ უნდათ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გადაბრალება ეს უბრალოდ მათი ტაქტიკაა, - განაცხადა ლომჯარიამ. 

მსგავსი სიახლეები