როგორ შეგიძლია მშვიდად დაიძინო, როცა იცი, რომ 4 შვილის დედა, შენ პლაკატზე გაკეთებული წარწერის გამო, ციხეში ზის - ლომჯარია კალაძეზე

18.06.26 23:36
როგორ შეგიძლია მშვიდად დაიძინო, როცა იცი, რომ 4 შვილის დედა, შენ პლაკატზე გაკეთებული წარწერის გამო, ციხეში ზის - ლომჯარია კალაძეზე

“საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მისთვის გასაკვირია კახა კალაძის პოზიცია, რომელიც ხმას არ იღებს იმაზე, რომ მის პლაკატზე გაკეთებული წარწერის გამო, ჯანმრთელობა შერყეული ქალი ციხეში ზის.

ლომჯარიას თქმით, ეს არანაირ ადამიანობაში არ ჯდება და ამას “ადამიანობის დაკარგვაც აღარ ჰქვია.“

ისეთი რა ფინანსური ზიანი მიიღო ამისგან, რომ პროპორციული იქნებოდა ელენეს ამდენხნიანი პატიმრობა, - ამბობს ლომჯარია გადაცემა “რეაქციაში“.

მართლა ძალიან მიკვირს კაცი, ქალაქის მერი, შეძლებული ადამიანი, ახლა ვერ ვიტყვით, რომ რაღაც ისეთი ფინანსური ზიანი მიიღო ამისგან, რომ პროპორციული იქნებოდა ელენეს ამდენხნიანი პატიმრობა, როგორ არ გამოვიდა და ერთხელ არ თქვა - არ ვარ დაზარალებული. არ მიგრძვნია თავი დაზარალებულად, არ ვთვლი სამართლიანად, რომ ვინმე ამის გამო იჯდეს ციხეში. როგორ მიკვირს, კაცისგან მიკვირს, როგორ შეგიძლია ამაზე ხმა არ ამოიღო, მშვიდად დაიძინო ღამე, როცა იცი, რომ 4 შვილის დედა, შენ პლაკატზე გაკეთებული წარწერის გამო, ჯანმრთელობა შერყეული ქალი ზის ციხეში. ეს რანაირი ადამიანობაა, ან კაცობაა, ან ვაჟკაცობა, მართლა არ მესმის. გაოგნებული ვარ, ამას ადამიანობის დაკარგვაც აღარ ჰქვია. რა ტრადიციებზე ვლაპარაკობთ, რა ვაჟკაცობაზე და საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, - თქვა ლომჯარიამ. 

მსგავსი სიახლეები