ელენე ხოშტარიასთან თავისუფლებისთვის ბრძოლაში ივანიშვილი დამარცხებულია - გიგა ლემონჯავა
ელენე ხოშტარიასთან თავისუფლებიოსთვის ბრძოლაში ივანიშვილი დამარცხებულია, - ამის შესახებ “დროას„ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “მიუხედავად იმის, რომ ციხეში ჰყავს ჩაკეტილი, გაცილებით თავისუფალი ადამიანია ელენე ხოშტარია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი“.
ელენე რომ ციხეშია, თავისთავად პოლიტიკური შურისძიებაა მის წინააღმდეგ, ის რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახლა ხდება არის დამატებითი შურისძიება და არაადამიანობა. სხვა რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს იმ ფაქტს, რომ ადამიანს სჭირდება მკურნალობა და უარს ეუბნებიან. 4 თვის განმავლობაში ციხის ადამინისტრაცია უყურებდა, რომ ის ყავარჯნით გადააგდილდებოდა, ელენე ციხეში ყავარჯნით შევიდა? ღამე რომ აქვს გაუსაძლისი ტკივილები, ისინი ხომ ხედავენ ამას, რათ უნდა ზედმეტი თხოვნა და მოთხოვნა, რომ როდესაც ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, უნდა უმკურნალო. გარეთ ის ახერხებდა, რომ მისი მდგომარეობა მართვადი ყოფილიყო, ის იყო ფუნქციონალური. საერთოდ არსებობს თანდაყოლილი უფლებები ადამიანის, რომელსაც ვერ წაართმევ, ეს არის ღირსება, თავისუფლება, ეს არის ფაქტი, რომ ელენე ხოშტარიასთან თავისუფლებისთვის ბრძოლაში ივანიშვილი დამარცხებულია. მიუხედავად იმის, რომ ციხეში ჰყავს ჩაკეტილი, გაცილებით თავისუფალი ადამიანია ელენე ხოშტარია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი, - განაცხადა ლემონჯავამ.