რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია იწყება - ადგილზე მოქალაქეები იკრიბებიან
დედაქალაქის ცენტრში ოპოზიციის აქცია იწყება. პროტესტის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე უკვე იკრიბებიან. დიდ პროტესტს მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებიან. სამეგრელოდან ავტოკოლონები დედაქალაქში უკვე მოემართება.
ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და ხელისუფლებამ ის დაუყოვნებლივ მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანოს.
მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის დასაცავად ვართ აქ. ამის გარდა, ჩვენ ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობასაც მარივი მიზეზის გამო. თუ პეზიდენტ სააკაშვილს აწამებენ პირდაპირ ეთერში და ფაქტობრივად, კლავენ, რატომ შეიძლება ჰქონდეს ვინმეს წარმოდგენა, რომ მათი უფლებები იქნება დაცული? ამიტომ, ჩვენ ვიბრძით ჩვენი უკეთესი მომავლისთვის. დღეს ეს უკეთესი მომავალი და დასავლური მიმართულება არის მიშა სააკაშვილში, - აცხადებს ენმ-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი.