უფლებადამცველები ო'ფლაერტის ანგარიშს აფასებენ

19.06.26 14:03
უფლებადამცველები ო'ფლაერტის ანგარიშს აფასებენ

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშს უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, მაიკლ ო'ფლაერტის მემორანდუმი საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ სერიოზულ გამოწვევებზე მიუთითებს და ყურადღებას ამახვილებს როგორც საპროტესტო აქციების დროს შესაძლო ძალადობისა და დაუსჯელობის პრობლემაზე, ისე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობის შეზღუდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩევევლის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, კომისრის ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევები მასშტაბურ ხასიათს ატარებს და განსაკუთრებულ ყურადღებას წამებისა და დაუსჯელობის პრობლემას უთმობს. 

თვითონ ეს ორი ვიზიტი დასტურია იმის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა არის მასშტაბური. ამ კომისრის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი ადასტურებს საქართველოში ადამიანის უფლებების უკიდურესად შეზღუდვას, უკიდურეს პრობლემებს და საჭიროებს შესაბამისად, პასუხებს როგორც "ქართული ოცნების", ასევე საერთაშორისო თანამეგობრბს მხრიდან. 

კომისრის ანგარიში ორი დიდი ნაწილისგან შედგება. პირველი ეხება წამებებს და მათ გამოუძიებლობას. აღნიშნულია იმის შესახებ, რომ 200-ზე მეტი პირია დაზარალებულად ცნობილი და ერთეული პირების დასჯა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დაუსჯელობის სინდრომი აღმოიფხვრას. აღნიშნულია იმის შესახებ, რომ სულხან თამაზაშვილის დანიშვნაც კითხვის ნიშნებს წარმოშობს იქიდან გამომდინარე, რომ მის მიმართ არსებობს გარკვეული ეჭვი მის მიერ გამოყენებულ ძალის პროპორციულობასთან დაკავშირებით. ანგარიში აკეთებს არაერთი მიმართულებით მითითებას მოსკოვის მექანიზმზე და მის დასკვნებს ითვალისწინებს. მაგალითად, აღნიშნულია, რომ წამები კვალიფიკაციები არ გამოიყენება და რბილი კვალიფიკაციების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სათანადო პრევენციას წამებისას, - ამბობს გიორგი ბურჯანაძე. 

ანგარიშში გამოკვეთილ სისტემურ პრობლემებზე საუბრობს საიას იურისტი გიორგი გოცირიძეც. მისი განცხადებით, დოკუმენტი ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს და ყურადღებას ამახვილებს როგორც ძალის გამოყენების პრაქტიკაზე, ისე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ არსებულ გარემოზე. 

ადამიანის უფლებათა კომისარმა ამ ანგარიშში ხაზი გაუსვა სიტემურ პრობლემებს და თუ დინამიკაში დავინახავთ ადამიანის უფლებების მდგომარეობას, ადგილი აქვს გაუარესებას. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღიარეს ის ფაქტი, რომცრემლსადენი გაზი იყო შერეული წყლის ჭავლში. ამ ფაქტთან მიმართებაში ევროსაბჭოს კომისარი საუბრობს იმაზე, რომ ეს ქმედება შესაბამისობაში უნდა იყოს გაეროს ზოგად პრინციპებთან, უნდა აკმაყოფილებდეს კანონიერების და აუცილებლბის მოთხოვნებს. და რა გავქვს ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა ვითარება გვაქვს? ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმ გარემოებებს, როდესაც დასაშვებია დემონსტრანტების მიმართ ცრემლსადენი გაზის წყლის ჭავლში შერევა და ამით არ არის დაცული კანონიერების მოთხოვნა. ასევე საუბარია იმაზე, რომ დამამცირებელ კამპანიას მიმართავს ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული ჯგუფები არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზზოგადოების წინააღმდეგ, მათ უწოდებს "მტრებს", "აგენტებს" უკვე არა კანონის, არამედ რიტორიკის დონეზე და აეთ გარემოში უხდება არასამთავრობო ორგანიზაციებს საქმიანობა, - ამბობს საიას იურისტი გიორგი გოცირიძე.  

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო'ფლაერტიმ საქართველოს შესახებ მემორანდუმი გამოაქვეყნა, რომელშიც "ოცნების" ხელისუფლებას სამართალდამცავთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისა და შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. ანგარიშში კრიტიკულადაა შეფასებული „უცხოური გავლენის“ კანონები, ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები და მედიის საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვები. ასევე მოთხოვნილია აქტივისტების წინააღმდეგ დაწყებული ე.წ. „ტროტუარის საქმეების“ შეწყვეტა და საპროტესტო აქციების დროს ძალის გამოყენების ფაქტების დამოუკიდებელი გამოძიება.  

მსგავსი სიახლეები