ამ ქვეყანაში დაგუბებული უსამართლობა ამოხეთქავს და წალეკავს ამათ აუცილებლად - ზურა ჯაფარიძე

19.06.26 14:39
ამ ქვეყანაში დაგუბებული უსამართლობა ამოხეთქავს და წალეკავს ამათ აუცილებლად - ზურა ჯაფარიძე

ამ ქვეყანაში ეს დაგუბებული უსამართლობა ამოხეთქავს და წალეკავს ამათ აუცილებლად, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, “როდესაც გოგი ჩახუნაშვილისნაირ ადამიანებს იჭერენ და სვამენ ციხეში, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.“

ეს ადამიანები ამ ქვეყნის საუკეთესო ნაწილი არიან, საუკეთესო ადამიანებს იჭერენ და სვამენ ციხეში. აი, გოგი ჩახუნაშვილისნაირ ადამიანებს იჭერენ და სვამენ ციხეში. ვერ გაგრძელდება ეს ასე დიდხანს, შეუძლებელია ასე გაგრძელდეს. ამ ქვეყანაში ეს დაგუბებული უსამართლობა ამოხეთქავს და წალეკავს ამათ აუცილებლად, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.

მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსგავსი სიახლეები