არანაირი ფასი არ აქვს - კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

19.06.26 14:56
არანაირი ფასი არ აქვს - კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის მიერ 17 ივნისს დამტკიცებულ რეზოლუციას, სადაც სადაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაა მოთხოვნილი, "არანაირი ფასი არ აქვს". 

თბილისის მერის მტკიცებით, რეზოლუციის დოკუმენტი სიცრუეზეა დაფუძნებული და მასში სიმართლე არ წერია. 

კალაძე ევროკავშირს დიალოგისკენ მოუწოდებს - "არაერთხელ ვთქვით, მზად ვართ დიალოგისთვის, დავსხდეთ და ვისაუბროთ და არა ისე, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვიყუროს".

ბევრი რეზოლუცია გვინახავს და ვიცით, როგორ ხდება ამ ტიპის რეზოლუციების მიღება. არანაირი ფასი არ აქვთ ამ რეზოლუციებს. მხოლოდ სიცრუე და არანაირი კონკრეტიკა, სიმართლე. ბევრი გვინახავს წარსულშიც ამ შინაარსის რეზოლუციები. გრძელდება ეს ცილისწამება, მუქარა. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. არაერთხელ ვთქვით, მზად ვართ დიალოგისთვის, დავსხდეთ და ვისაუბროთ და არა ისე, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვიყუროს. საქართველო არავის უკანა ეზო არ არის. ეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ქართველ ხალხს“,- აღნიშნა კალაძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს მხარი დაუჭირა. დოკუმენტში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს ივანიშვილის აქტივები და ითანამშრომლოს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან.

 

მსგავსი სიახლეები