ხოშტარიას გაუარესებული ჯანმრთელობა - რას ამბობს კალაძე, რომლის ბანერზე გაკეთებული წარწერის გამოც ქალი პოლიტიკოსი ციხეში ზის

19.06.26 15:03
ხოშტარიას გაუარესებული ჯანმრთელობა - რას ამბობს კალაძე, რომლის ბანერზე გაკეთებული წარწერის გამოც ქალი პოლიტიკოსი ციხეში ზის

კახი კალაძეს არ პასუხობს კითხვას, უქმნის თუ არა მას უხერხულობას ის ფაქტი, რომ მის ბანერზე ფლომასტერით დატოვებული წარწერის გამო, ქალი პოლიტიკოსი ციხეშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  გაუარესებული.

მან მხოლოდ ზოგადი კომენტარი გააკეთა და ელენე ხოშტარიას გამოჯანმრთელება უსურვა.

ხოშტარიას მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო, მალე გამოჯანმრთელება, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მოწოდების სიმაღლეზე”,- აღნიშნა კალაძემ.

17 ივნისს, ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს.

შოთა თუთბერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოწხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.

მსგავსი სიახლეები