ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ გორის ჰოსპიტალთან არავითარი აქციები არ იქნება - ხატია დეკანოიძე
,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის, ინფორმაციით, თუ ექიმებმა დაადასტურეს, რომ გორის ჰოსპიტალი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვისთვის საჭირო პირობებს აკმაყოფილებს, მაშინ ოპოზიცია იღებს პასუხისმგებლობას, რომ ამ კლინიკასთან აქციები არ მოეწყობა.
თუ ექიმებმა შეაფასეს, რომ გორის ჰოსპიტალში შესაძლებელია პრეზიდენტის მკურნალობა, ეს არის ის, რომ შეგვიძლია, გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე.
ჩვენი მხრივ, თუ აღნიშნული საავადმყოფო ექვემდებარება მკურნალობის ამ ხარისხს, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არავითარი აქციები იქ არ იქნება - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.