აღარ დავაყოვნეთ და მივიღეთ ასეთი რაციონალური გადაწყვეტილება - კობახიძე სააკაშვილის გადაყვანაზე

19.11.21 16:03
აღარ დავაყოვნეთ და მივიღეთ ასეთი რაციონალური გადაწყვეტილება - კობახიძე სააკაშვილის გადაყვანაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე იმ მიზეზებს განმარტავს, რის საფუძველზეც მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად გორის სამხედრო ჰოსპიტალი შეირჩა. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდისთვის ადამიანების სიცოცხლე პრიორიტეტულია, სწორედ ამიტომ  მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. 

გადაწყვეტილება დაეფუძნა ორ ძირითად ასპექტს. პირველი, ეს არის სამედიცინო მხარე, კერძოდ, გორის ჰოსპიტალი არის აღჭურვილი ყველაფრით, რაც არის საჭირო, ეს არის როგორც აპარატურა, ასევე სამედიცინო პერსონალი და მეორე, უსაფრთხოების მხარე იყო ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი. გამომდინარე იქიდან, რომ არის მაღალი რისკები, გორის ჰოსპიტალი არის ზუსტად ის ჰოსპიტალი, სადაც ყველაზე მეტად ვართ დაზღვეული ჩვენ ამ კუთხით რისკებისგან. 

ეს უზრუნველყოფილი იყო ციხის კლინიკაშიც, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ იყო ასეთი მოთხოვნა და საბოლოო ჯამში, მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის გადაწყვეტილების მიღების დროს მაინც იყო ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის გაფრთხილება. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი იყო კონკრეტული ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა. ჩვენ აღარ დავაყოვნეთ და მივიღეთ ასეთი რაციონალური გადაწყვეტილება, - განაცხადა კობახიძემ. 
 

მსგავსი სიახლეები