სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულები ციხეში გაუშვეს - ხმაურიანი განაჩენის დეტალები

19.06.26 20:28
 სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულები ციხეში გაუშვეს - ხმაურიანი განაჩენის დეტალები

 

 

აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი ბრაზილიის ნაკრების თამაშს, სავარაუდოდ, უკვე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში, კიდევ ერთ მსჯავრდებულთან, კონსტანტინე კოკაიასთან ერთად უყურებს. ასეთია მოსამართლე გელაშვილის გადაწყვეტილება. სასამართლომ პედიატრი დამნაშავედ ცნო ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებებში და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სანამ სასამართლო დარბაზში შევიდოდა, უკვე მსჯავრდებული აკადემიკოსი მხარდამჭერებს მიმართავდა და აცხადებდა, რომ ბრძოლას არ შეწყვეტდა.

გიორგი ჩახუნაშვილს, ვიდრე ხელბორკილს დაადებდნენ და დარბაზიდან გაიყვანდნენ, საბოლოო სიტყვის თქმის შესაძლებლობა მისცეს. მრავალწლიანი სტაჟის მქონე პედიატრი სასამართლოს უხსნიდა, რომ ადამიანების დახმარება მისი პროფესიული და მორალური ვალდებულებაა და ვერ შეძლებდა განსაცდელში მყოფი პაციენტის მიტოვებას. მისი თქმით, სწორედ ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ათონელის რეზიდენციის ეზოში პაატა ბურჭულაძის დასახმარებლად შევიდა.

აკადემიკოს ჩახუნაშვილთან ერთად, იმავე ბრალდებებით, 5-წლიანი პატიმრობა კიდევ ხუთ პირს მიესაჯა. მათ შორის არის კონსტანტინე კოკაიაც, რომელმაც, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა. დაცვის მხარის განცხადებით, მის წინააღმდეგ საქმეში ძირითად მტკიცებულებას ვიდეოკადრები წარმოადგენს, სადაც კოკაია საქართველოს დროშაში გახვეული ათონელის რეზიდენციის გარე პერიმეტრზე გადაადგილდება.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები