ელენე ხოშტარია მკურნალობის მოლოდინშია - ოპოზიცია „ოცნებას“ ვადას ორშაბათამდე აძლევს

19.06.26 20:59
ელენე ხოშტარია მკურნალობის მოლოდინშია - ოპოზიცია „ოცნებას“ ვადას ორშაბათამდე აძლევს

 

 

თბილისის მერი, რომლის 570 ლარიან საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო ელენე ხოშტარია პატიმრობაში აღმოჩნდა, მთავარ კითხვას კვლავ არ პასუხობს. კახა კალაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გამოჯანმრთელებას უსურვებს, თუმცა არ აკონკრეტებს, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას მის პატიმრობასთან დაკავშირებით.

თავად ელენე ხოშტარია ცოტა ხნის წინ ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერი სჭირს და „ქართული ოცნებისგან“ შეწყალებასა თუ შეღავათს არ ითხოვს. „დროას“ ლიდერი, რომლის პატიმრობაც არაერთმა ევროპარლამენტარმა პოლიტიკურ დევნად შეაფასა, სოლიდარობას უცხადებს „სასახლის ღობის საქმის“ ფიგურანტებს. ზაქრო ალბუთაშვილს კი, რომელმაც ხოშტარიის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო, პროტესტის ამ ფორმის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

პენიტენციური სამსახური დღესაც დუმს და არ განმარტავს, როდის და სად ჩაუტარდება ელენე ხოშტარიას ის სამედიცინო კონსულტაცია, რომლის აუცილებლობაზეც მისი ადვოკატები საუბრობენ.

ხოშტარიის მხარდასაჭერად დღეს რუსთავის ქალთა საპატიმროსთან ქალი პოლიტიკოსები და აქტივისტები შეიკრიბნენ. სწორედ ამ დაწესებულებაში იხდის სასჯელს „დროას“ ლიდერი.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები