"ოცნება" სალომე ზურაბიშვილის წინაპრებს გადასწვდა - დაინტერესდება თუ არა ე.წ სქროლვა სქრინვის სამსახური წულუკიანის პოსტით,
სალომე ზურაბიშვილი თეა წულუკიანს პასუხობს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს ცილისწამებაში ადანაშაულებს მას შემდეგ, რაც წულუკიანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ზურაბიშვილის ოჯახის ისტორიაზე ისაუბრა.
თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილის ბაბუის ძმა ფაშისტებთან თანამშრომლობდა და საფრანგეთში ღალატის ბრალდებით დახვრიტეს. სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც მმართველი გუნდის რიტორიკა გააკრიტიკა.
წულუკიანის პოსტმა კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვები "ოცნების" გუნდის პოზიციების ცვლილებასთან დაკავშირებით. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის ოჯახსა და მის წინაპრებზე დადებითად საუბრობდა და მათ დამსახურებებს უსვამდა ხაზს.
არსებობს კიდევ უფრო ძველი ჩანაწერებიც. 2016 წელს თეა წულუკიანი თავად უჭერდა მხარს სალომე ზურაბიშვილს, მის პოლიტიკურ პოზიციებს იზიარებდა და საჯაროდ მხარდაჭერას უცხადებდა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.