"არავის ეგონოს, რეალური ფასის გარეშე შეიძლება ჩვენთან ურთიერთობების დალაგება" - ზურაბიშვილი აშშ-ში ვიზიტზე
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა Facebook Live-ში, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობს, შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
კითხვაზე, თუ როგორ არიან ამერიკის პოლიტიკური წრეები საქართველოში არსებული რეჟიმის მიმართ განწყობილი? - სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "რეჟიმის მიმართ პრაქტიკულად პოლიტიკა არ არსებობს, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა".
მისი განმარტებით, აშშ-ში ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე ერთი აზრი იყო დომინანტური - "არავის უნდა ეგონოს, რომ რეალური ფასის გარეშე შეიძლება ჩვენთან ურთიერთობების დალაგება".
რეჟიმის მიმართ პრაქტიკულად პოლიტიკა არ არსებობს, არსებობს ძალიან ბევრი კითხვები და ძირითადად შემოიფარგლნენ ჩემ მიმართ კითხვებით, რომ ეს რა ხდება, ეს რატომ ხდება, ეს როგორ ხდება და ამავე დროს, ერთი აზრი იყო დომინანტური ამ შეხვედრებზე, მითუმეტეს ამ ოფიციალურ პირებთან, იყო ის, რომ არავის უნდა ეგონოს, რომ რეალური ფასის გარეშე შეიძლება ჩვენთან ურთიერთობების დალაგება. ეს არის ის ცრუ წარმოდგენა, რომელიც შეიძლება ზოგ რეჟიმს ჰქონდეს, მაგრამ რეალურად ჩვენ ბევრი რამეც ვიცით, ბევრი რამეც გვაწუხებს, ბევრ რამეზე პასუხი არ გვაქვს, მაგრამ მარტივი აქ არაფერი არ არის," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.