"რუსეთი და ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი საქართველოს ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის მორიგ სამართლებრივ გაფორმებას აგრძელებენ" - "გახარია საქართველოსთვის"

19.06.26 20:29
"რუსეთი და ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი საქართველოს ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის მორიგ სამართლებრივ გაფორმებას აგრძელებენ" - "გახარია საქართველოსთვის"

პარტია "გახარია საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ რუსეთი და ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი საქართველოს ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის მორიგ სამართლებრივ გაფორმებას აგრძელებენ.

პარტიის განცხადებით, აღნიშნული საკითხი მხარეებმა ცხინვალში გამართული ე.წ. ერთობლივი დემარკაციის კომისიის მეთორმეტე სხდომაზე კვლავ განიხილეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიწების მიტაცების გაფორმების ფონზე "ოცნება" გიორგი გახარიას "ქართული მიწის, მოქალაქეების უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის გამო ასამართლებს".

სანამ ივანიშვილის "ოცნება" ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, ჩორჩანაში ქართული მიწისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის ასამართლებს, რუსეთი და ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი საქართველოს ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის მორიგ სამართლებრივ გაფორმებას აგრძელებენ.

ცხინვალში გამართული ე.წ. ერთობლივი დემარკაციის კომისიის მეთორმეტე სხდომაზე მხარეებმა კვლავ განიხილეს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეჟიმს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის "საერთაშორისო-სამართლებრივი გაფორმების“ საკითხი.

აშკარაა, რომ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის გაფორმების“ პროცესი პირდაპირ კავშირშია იმ მოღალატეობრივ პოლიტიკასთან, რომელსაც „ოცნება“ ატარებს.

დღეს განსაკუთრებით სიმბოლური და ამავდროულად ტრაგიკულია, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთი და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. „კეთილმეზობლობის სულისკვეთებით“ ჩვენი მიწების მიტაცებას აფორმებენ, „ოცნება“ გიორგი გახარიას ქართული მიწის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის გამო ასამართლებს.

ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური ანგარიშსწორება - ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი და ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს ინტერესების დაცვა მათთვის დასჯადი ქმედებაა.

ყველას, ვინც ამ მოღალატეობრივ საქმეში იღებს მონაწილეობას, უნდა ესმოდეს, რომ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა," - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები