"სააკაშვილი აქედან არ გადავა, სანამ მისი პოზიცია არ იქნება ცნობილი" - ეკა ხერხეულიძეს სააკაშვილთან ამ დრომდე არ უშვებენ
ენმ- წევრი, ეკა ხერხეულიძე, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვას ამ დრომდე ელოდება. ხერხეულიძე ხელისუფლებას მიმართავს, ნუ შეაფარხებენ განგებ მის პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლას, რადგან დროულად უნდა გახდეს ცნობილი მესამე პრეზიდენტის პოზიცია მისი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ეტაპირებასტან დაკავშირებით.
ძალიან ვთხოვ ხელისუფლებას, ეყოს გონიერება, ნუღარ შეაფრეხებენ ჩემს აქ მოცდას, იმიტომ, რომ რაც მალე შევალ მე, მით მალე გადაწყვდება ეს საკითხი და მალე გვეცოდინება მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება გადასვლასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ მოხდება ისე, რომ ჩვენგან წარმომადგენელი არავინ იქნება იქ, მოხდება მისი ნების წინააღმდეგ ისევ ძალის გამოყენება და ამ საშუალებით გადასვლა ერთი დაწესებულებიდან მეორეში. ამიტომ, ვამბობ, რომ არც ერთ შემთხვევაში თავისი ნებით მიხეილ სააკაშვილი აქედან არ გადავა, სანამ მისი პოზიცია არ იქნება ცნობილი, - თქვა ხერხეულიძემ.
იუსტიციის მინისტრმა, რატო ბრეგაძემ, ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.