ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ხოშტარია სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანასთან მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება
სამწუხაროდ, გუშინ ჩვენ მივედით იმ მძიმე ვითარებამდე, როდესაც მის სიცოხლეს მიადგა დიდი რისკი, ჩვენ დროულად არ მოვისმინეთ პროფესიონალი ექიმების პოზიცია და აღმოვჩნდით ძალიან მძიმე ვითარებაში. ჩემი პოზიცია იყო დაფუძნებული ექსპერტებთან, კოლეგებთან საუბარზე. გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის გამოსავალი სააკაშვილის მკურნალობისთვის, ამიტომ ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თანმდიმდევრულები და ფრთხილები, როცა არის დიდი მღელვარება საზოგადოებრივი და ადამიანის სიცოცხლე არის სასწორზე", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მისი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ ჰოსპიტალში გადაწყვეტილებას ითხოვდა.