სტრასბურგის სასამართლომ უნდა შეაფასოს, შესთავაზა თუ არა სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო - ლომჯარია სააკაშვილზე
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს.
მისი თქმით, ჯერი სტრასბურგზეა, შეაფასოს შესთავაზა თუ არა სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო პაციენტს:
მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ვინაიდან, ექიმების თქმით, შიმშილობის გაგრძელება ამ ეტაპზე მაღალი ალბათობით ლეტალურ შედეგს გამოიწვევს.
ხოლო ჯერი უკვე იქნება სტრასბურგის სასამართლოზე, რომელმაც უნდა შეაფასოს, შესთავაზა თუ არა სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება პაციენტს, რომელიც დათანხმდა სასამართლოს მოწოდებას შიმშილობის შეწყვეტაზე. ყველაფერი დაბრუნდება სტრასბურგის სასამართლოს შემოთავაზებული გადაწყვეტილების ჩარჩიებში..."- წერს ნინოლომჯარია.