სააკაშვილმა მოითხოვა, ნიკა გვარამიასთან და უკრაინის კონსულთან შეთანხმებით გადაიყვანონ - ეკა ხერხეულიძე
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე N18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილთან შესვლას ამ დრომდე ელოდება.
მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სურს, ნიკა გვარამიასა და უკრაინის კონსულთან შეთანხმებით გადაიყვანონ
როგორც ვვარაუდობდი და როგორც გაფრთხილებული ვიყავი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ის არ გავიდოდა თავისი ნებით ამ შენობიდან, ვთქვათ, ჩემი აქ ყოფნის გარეშე. ასევე, მან ახლა მოსთხოვა ადმინისტრაციას, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მობრძანდნენ აქ იმისთვის, რომ მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა. რაც მოგახსენეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი აქედან არ გავიდოდა და ძალიან მნიშვნელოვანი დრო იკარგება სანამ ისინი არ მოვლენ და ჩვენთან ერთად არ გადაწყდება ეს საკითხი, არცერთ შემთხვევაში ის არ გადავა აქედან. ნიკა გზაშია, უკრაინის კონსულთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. იმედია ისინი მალე მოვლენ და მხოლოდ ჩვენი შეხვედრის შემდეგ მოხდება შეთანხმება, რომ მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანმა დროზე შეწყვიტოს შიმშილობა"- თქვა ხერხეულიძემ.