გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ ლელო ბოიკოტს შეწყვეტს
"ლელო" გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ პარლამენტში პოლიტიკურ ბოიკოტს შეწყვეტეს.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ელენე ხოშტარიას უკომპრომისო ბრძოლამ, პარლამენტის წევრების მასობრივმა შიმშილობამ, ადამიანების პროტესტმა ქუჩაში, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევამ, ყველაფერმა შედეგი გამოიღო:
პოლიტიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დათანხმდება შეთავაზებას:
ეს გადაწყვეტილება შეიძლებოდა მიღებულიყო გაცილებით უფრო ადრე და თავიდან ავიცილებდით ზიანს, რომელიც მიადგა ადამიანების ჯანმრთელობას შიმშილობის გამო, ის ემოციური სტრესი, რომელიც მთელს ქვეყანაშია, ამას თავიდან ავირიდებდით, მაგრამ ქართულმა ოცნებამ აჩვენა, რომ არ არის პასუხისმგებლიანი ძალა და გაწირა ადამიანების ჯანმრთელობა თავისი გაუგებარი პრინციპის დასაკმაყოფილებლად. სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში შემდგომ რამდენადაც მოიხსნება ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტის მიზეზი, ანუ არსებობდა მისი სიცოცხლის საფრთხის მაღალი რისკები, ეს რისკები შემცირდება მნიშვნელოვნად, შესაბამისად, მიზეზი მოიხსნება პოლიტიკური ბოიკოტის", - თქვა ჯაფარიძემ.