ამის გარეშე სააკაშვილის თანხმობა საფუძველსაა მოკლებული - გიორგი ჩალაძე

19.11.21 17:52
ამის გარეშე სააკაშვილის თანხმობა საფუძველსაა მოკლებული - გიორგი ჩალაძე

ექსპერტი  გიორგი ჩალაძე, რომელიც გლდანის ციხიდან მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის გამოსვლას ელოდება, აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადასვლა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველი, ეს გახლავთ გარადაუვალი აუცილებლობა, რომ პირადი ექიმი პრეზიდენტს გორის ჰოსპიტალში თან ახლდეს და მეორე  კი სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციაა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. გორში, ან სხვაგან მანიპულაციების გაკეთება მისი პირადი ექიმის გარეშე დაუშვებელია. 

მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს ნებისმიერ კლინიკაში გადაყვანაზე მისი პირადი ექიმის გარეშე და მისი თანხლების გარეშე. ამიტომ თუკი სადმე აუცილებელია მისი გადაყვანა, ეს უნდა მოხდეს ნიკა ყიფშიძის თანხლებით. 

ახლა უნდა მოხდეს ისე, როგორც ხდება ნორმალურ ქვეყნებში, უნდა შევიდეს გორის ჰოსპიტალში ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი კომისიიის წევრები და უნდა შემოწმდეს, რა მზაობა არსებობს გორის ჰოსპიტალში. იმ შემთხვევაში, თუ ეს ჰოსპიტალი შეესაბამება კონსილიუმის დასკვნას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შესაძლოა, ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე - განუცხადა ტვ პირველს გიორგი ჩალაძემ. 

იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლა შესთავაზა. 

მსგავსი სიახლეები