სააკაშვილი გორში გადაყვანის წინააღმდეგი არაა, თუმცა აქვს ერთი ტექნიკური პირობა

19.11.21 18:43
სააკაშვილი გორში გადაყვანის წინააღმდეგი არაა, თუმცა აქვს ერთი ტექნიკური პირობა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ხერხეულიძის, თქმით, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა, თუმცა აქვს გარკვეული წინაპირობა: 

მიხეილ სააკაშვილი განიცდის მოშიმშილე ადამიანების მდგომარეობას, განსაკუთრებით ელენეს მდგომარეობას, აქედან გამომდინარე, ითვალისწინებს ამ პოზიციას, თავისთავად სურს მას, რომ დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა, რომლებიც ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას.

მას აქვს ერთი პირობა, რის გამოც დაიბარა უკრაინის კონსული და პირადი ადვოკატი ნიკა გვარამია, მათთან ერთად გაივლიან ამ ტექნიკურ დეტალს და შემდეგ ნიკა გვარამია მოგახსენებთ გადაწყვეტილებას. მას წინააღმდეგობა არ აქვს გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით, არა იმიტომ რომ მოხარულია ამ ლოკაციით, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ახლა სად გადაიყვანენ. მისთვის მნიშვნელობა აქვს ბრძოლა როგორ გაგრძელდება ამ ქვეყანაში. ამიტომ ის ტექნიკური დეტალი, რომელიც ამ ეტაპისთვის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აი, ამ წუთებში წყდება- განაცხადა ხერხეულიძემ. 

მისივე თქმით, სააკაშვილის პირობას მედიას ადვოკატი გააცნობს. 

მსგავსი სიახლეები