მთავრობა 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ყიდულობს - დაიხარჯება ₾47 მილიონი
მთავრობა 47 მილიონ ლარად 2026 წელს გამოშვებულ 592 ავტომობილს ყიდულობს - "ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ" ახალი ავტომობილების შესყიდვის მიზნით რამდენიმე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ერთი ავტომობილის შესყიდვა ბიუჯეტს სავარაუდოდ 79,489 ლარი დაუჯდება.
მთავრობას პიკაპების, ჰიბრიდული ავტომობილების და მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილების შეძენა სურს.
ტენდერის მიხედვით, ავტომობილებს შემდეგი უწყებები მიიღებენ: სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური, ეროვნული სატყეო სააგენტო, მელიორაცია, სახელმწიფო დაცვის სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
ცნობილა, რომ 305 პიკაპის საერთო ღირებულება იქნება 27,571,695 ლარი (ერთეულზე 90,399 ლარი); 156 ჰიბრიდული ავტომობილის საერთო ფასი იქნება 9,218,040 ლარი (ერთეულზე 59,090 ლარი); 98 ერთეული III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული ავტომობილების საერთო ფასი იქნება 7,947,800 ლარი (ერთეულზე 81,100 ლარი) და 33 ერთეული II კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული ავტომობილების ფასი იქნება 2,319,900 ლარი (ერთეულზე 70,300 ლარი).
შესასყიდი ავტომობილები 2026 წელს იყოს წარმოებული.
ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს ტენდერში წინადადებების წარდგენა 25 ივნისამდე შეუძლიათ.
ინფორმაცია თავდაპირველად bm.ge-მ გაავრცელა.