ჟურნალისტი: ვერ დაარწმუნეთ ევროპარლამენტი, რომ შეხვედრაზე დასწრებას იმსახურებდით? - ბოჭორიშვილი: ვერა

23.06.26 11:13
ჟურნალისტი: ვერ დაარწმუნეთ ევროპარლამენტი, რომ შეხვედრაზე დასწრებას იმსახურებდით? - ბოჭორიშვილი: ვერა

 

 

"შეგიძლიათ, ევროპარლამენტს ჰკითხოთ, [რატომ არ მიიწვიეს გაფართოების საკითხებზე კომიტეტის სხდომაზე "ქართული ოცნება] - ასე პასუხობს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი "პირველების" კითხვას. 

"მე რა გითხრათ..."- უთხრა მან TV პირველის ჟურნალისტს. ჩვენი კორესპოდენტის რეპლიკაზე, "ვერ დაარწმუნეთ ევროპარლამენტი, რომ შეხვედრაზე დასწრებას იმსახურებდით, მინისტრმა თქვა: "ვერა". 

განახლება: მოგვიანებით საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. "პირველებმა" გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე "ქართული ოცნების" არმიწვევაზე კითხვა ხელახლა დასვა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ევროპარლამენტი ამ გადაწყვეტილებით "ერთდღიანი დღის წესრიგი შექმნას" ცდილობს. 

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს შეხვედრა არის ორგანიზებული მხოლოდ და მხოლოდ, რომ საქართველო არ მიიწვიონ და ამან ერთდღიანი დღის წესრიგი შექმნას ქვეყნის შიგნით და ისაუბრონ ამ თემაზე, - თქვა ბოჭორიშვილმა.

"ევროპარლამენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ აღიარებს საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობას და არც მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას"- წერია განცხადებაში რომელიც ევროპარლამენტმა "ევროსკოპს" მიწერა. 

ფოტო: პუბლიკა/მინდია გაბაძე

მსგავსი სიახლეები