მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია! - ტიკარაძე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილების მიზეზებზე
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის მიზეზად "შიმშილობის ეპიდემიას" ასახელებს.
"ტვ პირველის" კითხვაზე, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას 50 დღე გადაწყვეტილების მისაღებად, მინისტრმა თქვა, რომ მოშიმშილეების მდგომარეობა დამძიმდა:
ბოლო პერიოდში სახეზე მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, რომელიც ნამდვილად იყო დაუშვებელი მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდით, ყველასთვის მიგვექცია ყურადღება, ბევრი დეპუტატის მდგომარეობა გაუარესდა" - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.