მოეწყო განსაკუთრებული პალატა, გორის ჰოსპიტალი სააკაშვილისთვის უსაფრთხო იქნება - ეკეტერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ირწმუნება, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალი მიხეილ სააკაშვილისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო იქნება.
როგორც სამედიცინო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ტიკარაძემ განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის "განსაკუთრებული პალატა" მოეწყო.
დღესვე გაირკვა, რომ სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის პერიოდში სხვა პაციენტებისთვის ჰოსპიტალი არ გადაიკეტება.
ჩაითვალა, რომ გორის ჰოსპიტალი არის ის ლოკაცია, სადაც შეგვიძლია, პაციენტს შევთავაზოთ მაქსიმალური უსაფრთხოება. სწორედ აქედან გამომდინარე, მისთვის მოეწყო განსაკუთრებული პალატა, სადაც ის გააგრძელებს ინტენსიური დაკვირვების ქვეშ მკურნალობს", - განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ გორის ჰოსპიტალი ყველა საჭირო ტექნიკით არის აღჭურვილი. მისივე მტკიცებით, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც MRI-ს აპარატი გამოსულია მწყობრიდან, სიმართლეს არ შეესაბამება.
"გორის ჰოსპიტალი არის სრულად აღჭურვილი იმ მატერიალურ ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. გავრცელებული ინფორმაცია არაა სწორი, რომ MRI-ს აპარატი მწყობრიდანაა გამოსული.
აპარატი ტექნიკურად გამართულია, მიმდინარეობს პროგრამული აბდეითი და პაციენტს მიეწოდება ყველა ის სერვისი შეუფერხებლად", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.