იმედი მაქვს, სააკაშვილ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს მალე შეხვდება - ზბიგნევ რაუ
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ტვიტერზე ეხმიანება. ზბიგნევ რაუ სოციალურ ქსელში წერს, რომ შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვლის ჯანმრთელობის მდგომარეობით. უცხოელი დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობა დასავლელ პარტნიორებს მალე ექნებათ.
შეშფოთებული ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ,მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობით. ვიმედოვნებ, რომ მას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს საუკეთესო სამედიცინო მომსახურეობა და როცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება, მას ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს დიპლომატებს და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს" - წერს ტვიტერზე ზბიგნიევ რაუ.