ახლა სააკაშვილის ჯერია - ვიოლა ფონ კრამონი

19.11.21 19:55
ახლა სააკაშვილის ჯერია - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი  შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით  ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას ტვიტერზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძალიან ღელავდა, ახლა სააკაშვილის ჯერია.

შვება მომგვარა, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. ძალიან ვღელავდი მის ჯანმრთელობაზე. ახლა სააკაშვილის ჯერია, რომ ამ მაგალითს მიჰყვეს. საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოს ექსპრეზიდენტი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში და ოპოზიცია უნდა დარჩეს მშვიდობიანი - წერს კრამონი სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი სიახლეები