მიუღებელია, რომ დაემუქრონ და ძირი გამოუთხარონ სახალხო დამცველს - იან კელი
აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში სახალხო დამცველს სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ იან კელი საკუთარ Twitter-ზე წერს.
მცდელობები, რომ ძირი გამოუთხარონ და დაემუქრონ სახალხო დამცველის ოფისს, უბრალოდ მიუღებელია. სახალხო დამცველი და მისი გუნდი ზუსტად იმას აკეთებს, რის უფლებებსაც მათ საქართველოს კონსტიტუცია აძლევთ — წერს სოციალურ ქსელში იან კელი.
განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ხელისუფლების მისამართით სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული მწვავავე და კრიტიკული განცხადებების გამო ,,ქართული ოცნების" ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით ალაპარაკდნენ, რომ ომბუდსმენი ,,ნაცმოძრაობის" ნაწილია.