არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა სააკაშვილის მიმართ - ევროპარლამენტარები კონკრეტული პირებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ
უმწვავესი გზავნილი დასავლეთიდან - 23 ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილე პირებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს.
"ევროკავშირმა სერიოზულად უნდა განიხილოს სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც დასაშვები გახადა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა სააკაშვილის მიმართ“ - წერია ოფიციალურ მიმართვაში.
წერილის ადრესატები ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეინი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ხელმძღვანელი, ჟოზეფ ბორელი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი არიან.
წერილს Twitter-ზე ევროპარლამენტარი რიჰო ტერასი ავრცელებს. ევროპარლამენტარების წერილი 18 ნოემბრით თარიღდება.
მიუხედავად იმისა, არის თუ არა დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი იმაში, რაშიც მას ადანაშაულებენ, მისი ადამიანის უფლებები და თანასწორობა უნდა იყოს პატივცემული. როგორც ამ დროისთვის სჩანს, მას უარი ეთქვა ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე პოლიტიკური საფუძველით. ასევე, საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა დაწესებულებამ უარი უთხრა მას დასწრებოდა საკუთარ სასამართლო პროცესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ის ფაქტი, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს უარი უთხრეს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლაზე, ასევე დიდი შეშფოთების საგანია.
ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო ჩაერია პროცესში სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ზომების მიღებით, ჩვენ გვჯერა რომ ევროკავშირმაც უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები, რადგან არსებობს მოახლოებული საფრთხე გამოუსწორებელი ზიანისა.
ამგვარად, ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს ჰქონდეს სწრაფი რეაგირება იმისთვის, რომ სწორად მოხდეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, რომ უმაღლესი ხარისხით იქნეს დაცული მისი ჯანმრთელობა და ასევე დარწმუნება იმაში, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები შეძლებენ მასთან ციხეში შესვლას“ - ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
რიჰო ტერასი,
ზბიგნევ კუზმიუკი,
ანდრიუს კუბილიუსი,
იუზას ოლეკასი,
პატრიკ ჯაკი,
იანუშ საირუს - ვოლსკი,
რობერტ ზილე,
რადოსლავ შიკორსკი,
ტომაშ პორება,
ჯერზი ბუზეკი,
რასა იუკნევიჩიანე,
ვიტოლდ ჯან ვასიკოვსკი,
ჩარლი ვეიმერსი,
დეის მელბარდე,
ლიუდას მაჟილისი,
არბა კობალარი,
მარიან მარინესკუ,
პიტერ პოლაკი,
ბერნარ გეტა,
ჟაკ მედისონი,
ანტონიო ლოპეს - ისტურიზ ვაითი,
რაფაელ გლუკსმანი,
ანნა ფოტიგა.