მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადავა და შიმშილობას შეწყვეტს

19.11.21 21:01
მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში  გადავა და შიმშილობას შეწყვეტს

საქათველოს მესამე პრეზიდენტი თანახმაა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადავიდეს. როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, პრეზიდენტი ჰოსპიტალში გადასვლის შემდეგ შიმშილობას შეწყვეტს.

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება შემდეგია:  თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას, გორის ჰოსპიტალში განთავსების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილსი მიერ არის აშენებული, ჩვენთვის ეს ჰოსპიტალი უცნობია.

ჩვენ, სპეციალისტებისგან უნდა ვიცოდეთ, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს. ასევე ე.წ. შიმშილობის შემდგომი აღდგენის პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიში.  ეს ეხება ყველა კონსიკიუმს", -  განაცხადა გლდანის ციხიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ. 

მისივე თქმით, სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში დღესვე გადაიყვანენ. 

ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით, დროს არ ვასახელებ, ასე ითხოვს უსაფრთხოების ზომები, მედიის გარდა მინდა, ვთხოვო ყველას, შეფერხებები არ შექმნას აქ დგომით. იმიტომ, რომ უბრალოდ არ გამოვა რეანომობილი, თუ აქ იქნება ადამიანების სიმრავლე. 

ჩვენ ვერ მოვითხოვთ, ბუნებრივია, რეანომობილში ჯდომას, ეს შეუძლებელია და დასაშვებიც არ არის, მაგრამ მისი პირადი ექიმი, ქალბატონო გიული დარჩებიან მასთან ვიდრე გადაიყვანენ, შემდეგ ჩვენ წავალთ გორში და მოვახდენთ მისი გადაყვანის ინსპექტირებას , დარწმუნებული რომ ვიყოთ, რომ იგივე არ მოხდა რაც წინა ჯერზე. პალატაში მისი დაბინავების შემდეგ  დავტოვებთ გორს",- ამბობს ნიკა გვარამია. 

მსგავსი სიახლეები