ექიმმა ვილი პაჭკორიამ შიმშილობა შეწყვიტა
"საქართველოს კლინიკების ასოციაციის" პრეზიდენტმა, მედიცინის დოქტორმა, ვილი პაჭკორიამ შიმშილობა შეწყვიტა.
ინფორმაცია მან "ტვ პირველს" რამდენიმე წუთის წინ დაუდასტურა.
ვილი პაჭკორიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანხმობა განაცხადა