გორის ჰოსპიტალთან არ გავმართავთ აქციას - ნიკა მელიას მიმართვა მხარდამჭერებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე მხარდამჭერებს მიმართავს და ამბობს, რომ ოპოზიცია გორის ჰოსპიტალთან, სადაც მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ აქციას არ გამართქავს.
ენმ-ს ლიდერის თქმით, პროვოკაციად შეფასდება ყველა ის ქმედება, რომელიც ხელისუფლებას სპეკულირების საშუალებას მისცემს.
კიდე რამე სისულელე რომ არ მოროშონ, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ჯერ ვერ განვახორციელებთ ტრანსპორტირებას, იმიტომ, რომ ხალხი რუსთაველის გამზირზე დგასო, ეს საბაბიც არ მივცეთ და ამიტომ, როდესაც უკვე ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი თანახმაა და გადადის, ვაიძულეთ ხელისუფლება, რომ ეს განცხადება გაეკეთებინა, მოდით მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ვაცადოთ გორის ჰოსპიტალში, იქ სადაც, ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ არანაირ საპროტესტო აქციას არასდროს არ გავმართავთ.
ვინმე თუ გამართავს შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ არის პროვოკაციული აქცია, არცერთი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი გორის ჰოსპიტალთან არ გამართავს საპროტესტო აქციას"- განაცხადა მელიამ, თუმცა იქვე დასძინა, რომ რუსთაველის გამზირი და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქები ცარიელი იქნება.